პარიზში ფრანგულ-გერმანული საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართა
პარიზში ფრანგულ-გერმანული საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაა.
ასამბლეა ბუნდესტაგის 50 წევრისა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 50 წევრისგან შედგება.
სხდომა ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ვოლფგანგ შოიბლესა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, რიჩარდ ფერანის მიერ ფრანგულ-გერმანული ასამბლეის დაარსების აქტის ხელმოწერით დაიწყო.
„გერმანიასა და საფრანგეთს ევროპაზე განსაკუთრებული პასუხისმგბელობა ეკისრებათ“, – განაცხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ვოლფგანგ შოიბლემ.
თავის მხრივ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რიჩარდ ფერანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ორი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის პირველ სხდომას ისტორიული დღე უწოდა.
ახალშექმნილი ორგანო იმუშავებს ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა. ასამბლეა ასევე მონიტორინგს გაუწევს ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მიერ იანვრის ბოლოს ხელმოწერილი მეგობრობის შეთანხმების შესრულებას.