პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა [ფოტო/ვიდეო]

პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. დანგრეული შენობების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.