„სქაი ნიუსი“ – პარიზში აქციის მონაწილე გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა
პარიზში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
საფრანგეთის მასშტაბით შაბათს გამართული საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ 855 ადამიანი დააკავა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 1800 ადამიანი დააკავა, 500-ზე მეტი პოლიციელი კი დაშავდა.