პარიზში, აქციების დროს დაზიანებული ტრიუმფალური თაღის აღდგენა 1 000 000 ევრო დაჯდება
ვანდალები ტრიუმფალური თაღის მუზეუმში შეიჭრნენ და ნაპოლეონის ქანდაკებას თავი მოატეხეს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფილიპ ბელავალმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მუზეუმში დაზიანებულია კიდევ რამდენიმე ექსპონატი, ხოლო ინტერიერი სხვადასხვა წარწერებითა და ნახატებითაა მოხატული.
პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში უკვე ზედიზედ მესამე კვირაა საწავავის მაღალ ფასებს აპროტესებენ. უქმე დღეებში გამართული დემონსტრაცია შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავდა 133 ადამიანი. მათ შორის 20 პოლიციელი. დამწვარია ავტომობილები და კაფეები.
„ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი მოძრაობის წევრები საწვავზე ფასების შემცირების გარდა, გადასახადების შემცირებასა და მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ.