პარიზში, აქციაზე, რომელიც საპენსიო კანონის კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა, 120 დემონსტრანტი დააკავეს
პარიზში, ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობა მას შემდეგ გავიდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადავო საპენსიო კანონი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიიღო.
პარიზში საპროტესტო აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ახალი, სადავო კანონის მიხედვით,
მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.