პარიზში აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაიღუპა
პარიზში აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაიღუპა

პარიზში შენობის აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაიღუპა. მათ შორის ორი მეხანძრეა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე 12 მძიმედ დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. აფეთქებისას კი საერთო ჯამში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.