პარიზში 16 აპრილს ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება
პარიზში 16 აპრილს ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

პარიზში 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

როგორც ზელენსკის ოფისში აღნიშნეს, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა დონბასში არსებული სიტუაცია და უკრაინის საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზება იქნება.

გასულ კვირას უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსენმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრის ძირითადი თემები რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა და უკრაინაში მიმდინარე რეფორმები იქნება კერძოდ, სასამართლო რეფორმა.