პარიზის სასამართლომ დაანონსებული საპროტესტო აქციის ალტერნატიული მარშრუტი რესპუბლიკის მოედნიდან ერის მოედნამდე დაამტკიცა

12:31, 05.11.2026

პარიზის სასამართლომ დაანონსებული საპროტესტო აქციის ალტერნატიული მარშრუტი რესპუბლიკის მოედნიდან ერის მოედნამდე დაამტკიცა. პოლიციის პრეფექტურის შეთავაზება სასამართლომ 4 ნოემბერს, ოთხშაბათს გამოაცხადა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გაფიცვის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები.

მედიის ცნობით, პროფკავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ პარიზის გარეთ 500 000-იდან 700 000-მდე ადამიანი გაიფიცება, ხოლო დედაქალაქში დაანონსებულ გაფიცვას 40 000-იდან 80 000-ამდე პირი შეუერთდება.

ცნობისთვის, დაანონსებული აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს ეხება.

მსგავსი