პარიზის პროკურორი აცხადებს, რომ ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა
epa12466941 French police members stand by a broken window a day after a robbery at the Louvre Museum in Paris, France, 20 October 2025. The Louvre Museum was targeted in a robbery by several criminals who smashed windows to steal eight priceless royal pieces of jewelry on 19 October. The Louvre remains closed for a second day running. French Culture Minister Rachida Dati called it 'an attack on France’s cultural heritage.' EPA/YOAN VALAT (MaxPPP TagID: epaliveeight605153.jpg) [Photo via MaxPPP]
ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პროკურორი ლორ ბეკუო ავრცელებს.
„ეს თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ზარალი ეკონომიკურია და ის ამ ქურდობით გამოწვეულ ისტორიულ ზარალს ვერ შეედრება“, – განაცხადა პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუომ.
ამასთან, პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები უნიკალური სამკაულების „დაშლას და გადნობას“ არ გადაწყვეტენ.
„დამნაშავეებს თავში სამკაულების დაშლის სულელური იდეა თუ მოუვათ, 88 მილიონ ევროს ვერ იშოვიან. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ისინი ამაზე კარგად დაფიქრდებიან და ამ ძვირფასეულობას უმიზეზოდ არ გაანადგურებენ“, – აღნიშნა ბეკუომ.
ცნობისთვის, ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა. ოთხი შეუიარაღებელი პირი მუზეუმში ამწის მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა. მათ საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი – ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი გაქცევის დროს დაკარგეს.