პარიზის პოლიციამ ტრიუმფალურ თაღთან ახლოს ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს თავს დაესხა
პარიზის პოლიციამ ტრიუმფალურ თაღთან ახლოს ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს თავს დაესხა

პარიზის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დანით დაესხა თავს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ტრიუმფალურ თაღთან ახლოს მოხდა.

საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტის განცხადებით, ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან და ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.