პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს.
მედლებისთვის ბრძოლაში 30 აგვისტოს ჩაერთვებიან: გიორგი ნიკოლაძე (პარატაეკვონდო, 70 კგ), ვლადიმერ ჭინჭარაული (პარასროლა, R4 პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით), დავით ქავთარაძე (პარამძლეოსნობა, F38 შუბის ტყორცნა).
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ნაკრებს უკვე აქვს ერთი მედალი – 29 აგვისტოს პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.