პარიზის ოპერის მოედანთან მდებარე შენობაში ხანძარია

18:14, 20.11.2021

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, ოპერის მოედანთან მდებარე შენობაში ხანძარია.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

მედიის ცნობით, ჯერ უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი