პარიზის ოლიმპიური თამაშების თილისმა ფრიგიული ქუდი გახდა #1TVSPORT

17:03, 14.11.2022

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ტურნირის თილისმები წარადგინეს.

მომავალი თამაშების მასკოტები გახდნენ წითელი ფრიგიული ქუდები, რომლებსაც „ფრიგი“ დაარქვეს.

ფრიგიული ქუდი – ძველებური თავსაბურავია, რომელიც აგრეთვე ფრანგული რევოლუციის დროიდან საფრანგეთში თავისუფლების სიმბოლო გახლავთ.

მსგავსი