პარიზის ოლიმპიადის დროს საფრანგეთში სამი ტერაქტი აღკვეთეს #1TVSPORT
ფრანგმა სამართალდამცავებმა სამი ტერაქტი აღკვეთეს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს, – განაცხადა ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის პრეზიდენტმა, ოლივიე კრისტენმა.
ერთ-ერთი ტერაქტი დაგეგმილი იყო სენტ-ეტიენის სტადიონთან, „ჟოფრუა გიშართან“ ახლოს მდებარე ბარში. კიდევ ერთი თავდასხმა იგეგმებოდა ისრაელის წარმომადგენლობაზე პარიზში. ამასთან, კრისტენის სიტყვებით, ისრაელელი სპორტსმენები არ იყვნენ ტერორისტთა სამიზნეები. გარდა ამისა, უნდა განხორციელებულიყო შეტევა ჟირონდის დეპარტამენტის ორ თანამშრომელზე.
„ყველა, ვინც თავდასხმას გეგმავდა, დაკავებულია. საერთო ჯამში, ხუთ ადამიანს წარედგინა ბრალი, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს“, – განაცხადა რადიოსადგურ Franceinfo-ს პირდაპირ ეთერში ოლივიე კრისტენმა.