პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის გუნდის მედროშე კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი იქნება #1TVSPORT
აშშ-ის ოლიმპიურმა გუნდმა პარიზის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მედროშედ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი აირჩია.
ჯეიმსი ისტორიაში მესამე და პირველი მამაკაცი კალათბურთელი იქნება, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნაზე თავისი ქვეყნის დროშას გაიტანს.
„ჩემთვის დიდი პატივია, აშშ გლობალურ სცენაზე წარვადგინო, განსაკუთრებით, ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემს მშობლიურ ქალაქში ცხოვრობენ, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ოლიმპიელებისთვის ყველაფერს ნიშნავს. სპორტს გაერთიანების დიდი ძალა აქვს და ვამაყობ, მსგავსი მნიშვნელობის მომენტის ნაწილი რომ ვარ“, – განაცხადა კალათბურთელმა.
39 წლის ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მან NBA-ის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა, 2008 და 2012 წლებში კი აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.