პარიზის მეტროში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰიჯაბიანი ქალი მას შემდეგ დაჭრა, რაც მგზავრებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ქალი მათ ემუქრებოდა

15:23, 31.10.2023

პარიზის მეტროში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მძიმედ დაჭრა ჰიჯაბიანი ქალი. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მგზავრებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ქალი მათ ემუქრებოდა.

„საკუთარი უსაფრთხოებისთვის საშიშროების გამო პოლიციის აგენტებმა იარაღი გამოიყენეს“, – განუცხადეს სააგენტო „როიტერს“ პოლიციაში.

სამართალდამცველების ცნობით, ქალს მათ გაფრთხილებებზე რეაგირება არ მოუხდენია.

როგორც ფრანგული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ქალი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

მსგავსი