პარიზის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩები თავად დაასუფთაონ
პარიზის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩები თავად დაასუფთაონ

პარიზის მერი საფრანგეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავად დაასუფთაონ დაბინძურებული ქუჩები. მისი თქმით, სიგარეტის ნამწვავები, სწრაფი კვების შესაფუთი ქაღალდები და ვირთხები მთელ ქალაქს მოედო და დამთვალიერებლებზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ანნე ჰიდალგომ, ქალაქის საბჭოსთან ერთად, არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის მობილური ქუჩის დამლაგებლებისა და გაუმჯობესებული სანაგვე ურნების შემოტანა, თუმცა, ამჯერად, მისი გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლობა მოსახლეობაზე უნდა გადანაწილდეს და დანაგვიანების შემთხვევაში, მათ ჯარიმები დაეკისროთ.

დასუფთავების სამსახურის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, პარიზის მერის განცხადებით, 32 მილიონი ევროა გამოყოფილი.