პარიზის ცენტრში დაგეგმილი აქციების გამო ეიფელის კოშკს 8 დეკემბერს დროებით დახურავენ
პარიზის ცენტრში დაგეგმილი აქციების გამო ეიფელის კოშკს 8 დეკემბერს დროებით დახურავენ

პარიზის ცენტრში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, ეიფელის კოშკს 8 დეკემბერს ტურისტებისთვის დროებით დახურავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეიფელის კოშკის გარდა, ასევე დაიხურება მუზეუმები, თეატრები და ტურისტებში პოპულარული ადგილები.

სამართალდამცველები ასევე მიმართავენ შანზ-ელიზესა და ბასტილიის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებისა და საკონდიტროების მფლობელებს, შაბათს თავი შეიკავონ სავაჭრო ობიექტის გახსნისგან.

დაანონსებული დემონსტრაციის დღეს გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომებიც. ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში 65 ათასამდე სამართალდამცველი იქნება მობილიზებული. განიხილება ჯარისა და სპეცრაზმის გამოყვანის შესაძლებლობაც.

საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ის საწვავზე ტარიფების შემცირების მოთხოვნით დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, არეულობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.