პარიზი 2024 | ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი დაამარცხა და ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე, ჩოგბურთის ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს ლეგენდარული ჩოგბურთელები, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. მატჩი ჯოკოვიჩმა ორ სეტში, 6:1, 6:4 მოიგო.
პირველ სეტში სერბი ძალიან აქტიური იყო, პირველი ხუთი გეიმი ზედიზედ მოიგო და პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე სეტშიც ყველაფერი ჯოკოვიჩის კარნახით მიმდინარეობდა, ის 4:0 დაწინაურდა, თუმცა ნადალი თამაშში დაბრუნდა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი სერბმა კიდევ ორი გეიმი მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანელ კოეფერსა და იტალიელ არნალდის შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ნადალს, ის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად ასპარეზობას აგრძელებს.
ჩოგბურთელების ურთიერთდაპირისპირებებს შორის ანგარიშით 31:29 ჯოკოვიჩი დაწინაურდა.