პარიზი 2024 | მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის 2024 ოლიმპიადაზე დღეს სტარტი აიღო მოფარიკავეთა ტურნირმა. ხმლით ასპარეზობაში ქართველმა სანდრო ბაზაძემ 1/16-ფინალში მექსიკელი ხიბრან სეასი დაამარცხა. 30 წლის სანდრო შეჯიბრებაზე ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.

მეოთხედფინალში გასასვლელად ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის, რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.