პარიზი 2024 | მამაკაც ჩოგბურთელთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში მამაკაც ჩოგბურთელთა შორის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
ოქროს მედლისთვის ბრძოლას კარლოს ალკარასი (ესპანეთი), ლორენცო მუზეტი (იტალია), ფელიქს ოჟე-ალიასიმე (კანადა) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) აგრძელებენ.
მეოთხედფინალური ეტაპის შედეგები:
ალკარასი (ესპ) – პოლი (აშშ) 6:3 7:6 (9:7)
მუზეტი (იტა) – ზვერევი (გერ) 7:5, 7:5
ოჟე-ალიასიმე (კან) – რუუდი (ნორ) 6:4, 6:7 (10:8), 6:3
ჯოკოვიჩი (სერ) – ციციპასი (საბ) 6:3, 7:6 (7:3)
ნახევარფინალში ალკარასის მეტოქე ოჟე-ალიასიმე იქნება, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი მუზეტის შეხვდება. მატჩები ხვალ, 2 აგვისტოს გაიმართება.