პარიზი 2024 | იანიკ სინერი ოლიმპიურ თამაშებს ჩაეხსნა - ჯოკოვიჩი და ნადალი, შესაძლოა, ერთმანეთს მეორე წრეში შეხვდნენ #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე, ჩოგბურთის ტურნირზე მსოფლიოს პირველი ნომერი იტალიელი იანიკ სინერი ვერ იასპარეზებს. ავსტრალიის ღია პირველობის 2024 წლის ჩემპიონს ტონზილიტი აქვს.
პარიზში დღეს ჩოგბურთის ტურნირის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, მეორე წრეში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან.
ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიელი ებდენი იქნება, ხოლო ნადალი უნგრელ ფუჩოვიჩს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ჩოგბურთის ტურნირი როლან გაროსის კომპლექსში ჩატარდება.