პარიზი 2024 | გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.
ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, მან რეპეშაჟში კორეელი კიმი იპონით დაამარცხა, მაგრამ შემდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.