პარიზი 2024 | გიორგი სარდალაშვილმა კორეელი კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველი მეოთხეფინალში თურქ ილდიზთან დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კორეელი კიმი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებისთვის ოლიმპიადაზე პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.