პარიზი 2024 | ესპანელმა კალათბურთელმა რუდი ფერნანდესმა ოლიმპიური თამაშების რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების წევრი რუდი ფერნანდესი გახდა პირველი მამაკაცი კალათბურთელი, რომელმაც მონაწილეობა ექვს ოლიმპიადაში მიიღო.
ესპანეთის ნაკრები პარიზი 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 80:92 დამარცხდა.
39 წლის რუდი ფერნანდესმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. კალათბურთელმა პირველად ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშა.
ესპანელმა თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლებში ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2016 წელს ბრინჯაოს დაეუფლა.