პარიზი 2024 | ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ სამივე ცდა დაძლია და ატაცში მეშვიდე პოზიციაზეა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ბოლოსწინა დღეს მიმდინარეობს შეჯიბრება ძალოსნობაში. 102 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს ქართველი ძალოსანი ირაკლი ჩხაიძე.
მან პირველ მოძრაობაში, ატაცში გამოსვლა მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. მან ერთმანეთის მიყოლებით წარმატებით ასწია 171, 176 და 179-კილოგრამიანი შტანგები.
თუმცა მის კონკურენტებს შედარებით მეტი ჰქონდათ შეკვეთილი და ირაკლიზე უკეთესი შედეგი ექვსმა დააფიქსირა. ატაცის შემდეგ პირველობას ორი სპორტსმენი ინაწილებს ჩინელი ლი ჰუაჰუა და სომეხი გარიკ კარაპეტიანი, რომლებმაც 186 კგ დაძლიეს.
სულ მალე დაიწყება გამოსვლა აკვრაში. შეგახსენებთ, რომ მედალოსნების ვინაობა ორჭიდის ჯამში გაირკვევა.