პარიზი 2024 | აშშ-ის კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია. ფინალში ამერიკელებმა მასპინძელი საფრანგეთი 98:87 დაამარცხეს.
ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, საფრანგეთი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა მეტოქესთან მიახლოებას, 2 წუთით ადრე ჩამორჩენა 5 ქულამდეც შეამცირა, თუმცა აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სტეფ კარიმ ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო.
აშშ-ის შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით კარი იყო, დევინ ბუკერმა და კევინ დურანტმა მატჩი 15-15 ქულით დაასრულეს, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 14 ქულა დააგროვა. ფრანგთა შემადგენლობაში 26 ქულით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა.
პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს სერბეთი დაეუფლა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიას 93:83 სძლია.
შედეგად, აშშ-ის კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში მე-17-ედ გახდა.