პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს უთანხმოება აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან. სწორედ ამიტომაც არ ხერხდება გერმანელ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.
„უთანხმოების მიზეზი პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ტუხელს სურს, უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვის დროს“, – წერს ინტერნეტ-რესურსი არ-ემ-სი (RMC).
ჯერ კიდევ გასულ კვირას, გერმანელ სპეციალისტს ორი წლით უნდა გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, მაგრამ ეს პროცესი გაურკვევალი ვადით გადადო.
პარი სენ-ჟერმენი 77 ქულით ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და 20 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.