„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის რეკორდის გამეორებამდე ერთი გოლი აშორებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენს“ ერთი გოლის გატანა სჭირდება და ჩემპიონთა ლიგის რეკორდს გაიმეორებს – ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სტატისტიკას Transfermarkt-ი აქვეყნებს.
ანალიტიკურმა პორტალმა ის გუნდები დაასახელა, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანეს. პარიზელებმა 2025/26 წლების სეზონში მეტოქის კარი 44-ჯერ აიღეს, რაც „ბარსელონის“ მიერ 1999/2000 წლების სეზონში ნაჩვენებ შედეგზე ერთით ნაკლებია – 45 გოლი.
2025/26 წლების სეზონის ფინალში „არსენალთან“ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში პსჟ „ბარსას“ რეკორდს გაიმეორებს, მეტი გოლის გატანის შემთხვევაში კი ამ მიღწევას გააუმჯობესებს.
გუნდები, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში:
45 – „ბარსელონა“ (1999/2000)
44 – „პარი სენ-ჟერმენი“ (2025/26)
43 – „ბაიერნი“ (2019/20)
43 – „ბარსელონა“ (2024/25)
42 – „პარი სენ-ჟერმენი“ (2024/25)
41 – „რეალი“ (2013/14)
41 – „ლივერპული“ (2017/18)
39 – „ბაიერნი“ (2025/26)
36 – „რეალი“ (2011/12)
36 – „რეალი“ (2016/17)