„პარი სენ-ჟერმენმა“ ტუხელი გაათავისუფლა - მთავარი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინოა
პსჟ-ს ხელმძღვანელობამ თომას ტუხელი კლუბიდან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში გუნდი არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, მენეჯმენტი უკმაყოფილო იყო გერმანელი სპეციალისტის მუშაობით.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით ჩამორჩება პირველ და მეორე ადგილზე მყოფ „ლიონს“ და „ლილის“. ჩემპიონთა ლიგაზე კი ტუხელის ხემლძღვანელობით ამ სეზონში გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ტუხელი პსჟ-ში 2018 წელს დაინიშნა, ამ დროის განმავლობაში იგი ადვილად იგებდა ხოლმე საფრანგეთის ჩემპიონატს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. ყველაზე ახლოს ტიტულის მოპოვებასთან წინა სეზონში იყო, როცა მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა და დამარცხდა.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბის მთავარი კანდიდატი „ტოტენჰემის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა. არგენტინელი სპეციალისტი უკვე ერთ წელზე მეტია უგუნდოდაა დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გამოცემები მას ბევრ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ პოჩეტინო, დიდი ალბათობთ, „პარი სენ-ჟერმენს“ უხელმძღვანელებს.