„პარი სენ-ჟერმენმა“ სერხიო რამოსის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის წასვლის შესახებ. ესპანელმა პარიზულ კლუბში ორი სეზონი გაატარა.
„რამოსი ნამდვილი პროფესიონალია. მან გუნდში გამოცდილება, დისციპლინა და კონკურენცია მოიტანა. მას თავგანწირვა და ყველაფერში გამარჯვების სურვილი ამოძრავებდა.
57 მატჩში ამ ფეხბურთელმა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად არის მიჩნეული, ხუთი გოლი გაიტანა. მოხარულები ვართ, რომ რამოსი ასე თავდადებით იცავდა კლუბის ღირსებას და გულწრფელად ვუსურვებთ მას წარმატებას მომავალ კარიერაში“, – წერია საფრანგეთის ჩემპიონის განცხადებაში.
37 წლის მცველის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.