„პარი სენ-ჟერმენმა“ სამ კლუბს შესთავაზა ნეიმარი
„პარი სენ-ჟერმენმა“ სამ კლუბს შესთავაზა ნეიმარი

საფრანგეთის ჩემპიონს „პარი სენ-ჟერმენს“ სურს გამოეთხოვოს ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე.

„სპორტ.ეს“-ის (Sport.es) ინფორმაციით, პარიზელთა ხელმძღვანელობამ სამ ევროპულ გუნდს შესთავაზა 27 წლის თავდამსხმელის იჯარით აყვანა. ამ სიაში შევიდნენ: „რეალი“, „უვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნეიმარის ხელში ჩასაგდებად მთავარი პრეტენდენტი მისი ყოფილი კლუბი “ბარსელონა” იყო, მაგრამ პსჟ-სა და კატალონურ გრანდს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის გამოც, პარიზელებმა არჩიეს ფორვარდის სხვა გუნდში გაშვება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ, რითაც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.