პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის თასი მოიგო
პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის თასი მოიგო

საფრანგეთში მარტის შემდეგ პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. სენ დენიში „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ და „სენტ ეტიენი“ შეხვდნენ ერთმანეთს.

ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში მე-14 წუთზე გავიდა – მისი ავტორი პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი გახდა. „სენტ ეტიენმა“ შეხვედრის დიდი ნაწილი ათი ფეხბურთელით ჩაატარა, რადგან პირველი ტაიმის შუაში ამ გუნდის კაპიტანმა ლოიკ პერენმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო კილიან მბაპეს წინააღმდეგ უხეშობისთვის.

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ ეს არის მე-13 გამარჯვება საფრანგეთის თასზე. გარდა ამისა, კლუბმა ქვეყნის რეკორდი დაამყარა – მეოთხედ მოიგო დუბლი.