„პარი სენ-ჟერმენმა“ რევანში აიღო, მბაპემ დუბლი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ბოლო რვა წლის განმავლობაში „ბარსელონამ“ შვიდჯერ წააგო დიდი ანგარიშით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ მესამედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას „ბარსელონა“. პარიზული კლუბი ამ მაჩვენებლით ლიდერია.
* „ბარსელონა“, ზედიზედ ხუთი წელია, ვერ გადის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. კატალონურ კლუბს 2015 წლის შემდეგ არ მოუგია ტურნირი.
* „პარი სენ-ჟერმენი“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამედ გავიდა ნახევარფინალში.
* კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან, რომელმაც ამ სეზონში 40 გოლი გაიტანა.
* მბაპემ 48-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ის დაეწია ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში TOP 10-ში შევიდა. კილიანს შეუძლია, მალე ალფრედო დი სტეფანოსა (49) და ტიერი ანრის (50) დაეწიოს.
* უსმან დემბელემ ორ მატჩში „ბარსელონას“ ორი გოლი გაუტანა. მანამდე პსჟ-ის რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში ფრანგს ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.
* 16 წლისა და 278 დღის ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, იამალმა მეორე რეკორდი დაამყარა – ყველაზე ახალგაზრდა ასაკში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა ზუსტი დარტყმა შეასრულა, აქედან შვიდი – მეორე ტაიმში. „ბარსელონას“ ოთხი ზუსტი დარტყმა ჰქონდა (სამი – მეორე ტაიმში).
* „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 600 გოლი დააგროვა.
ბარსელონა-პსჟ 1:4 (3:2)
გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61-პენ), 1:4 მბაპე (89)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, ჟოაო კანსელო (82. ჟოაო ფელიქსი), გიუნდოგანი, დე იონგი (82. ფირმინ ლოპესი), პედრი (62. ფერან ტორესი), რაფინია, იამალი (34. ინიგო მარტინესი), ლევანდოვსკი.
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ლ. ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი (77. მარკო ასენსიო), ვიტინია, ზაირ-ემერი (80. უგარტე), დემბელე (88. კოლო-მუანი), ბარკოლა (77. კან-ინ ლი), მბაპე.
გაძევება: არაუხო (29. ბარსელონა).