„პარი სენ-ჟერმენმა“ მბაპეს დუბლით მოიგო [ვიდეო]

22:37, 18.08.2018

საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენმა“ მეორე მატჩი მოიგო. ქვეყნის ჩემპიონმა მეორე ტურში სტუმრად მოუგო „გენგამს“ – 3:1.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ნოლან რუს გოლით მოიგეს. მათ ისარგებლეს პარიზელთა მცველების შეცდომით და რუმ მშვიდად გამოიყენა ერთი ერთზე გასვლა.

პსჟ-მ მეორე ტაიმში მიხედა საქმეს. თავდაპირველად, ნეიმარმა მოიპოვა პენალტი და 11-მეტრიანი თავად შეასრულა.

გამარჯვება კი ჩემპიონს კილიან მბაპემ გაუნაღდა, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე – მან მატჩის ბოლო რვა წუთში დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში მბაპემ ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოახერხა გოლების გატანა.

ორი ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ ექვსი ქულა აქვს. პირველ ტურში მან „კანი“ 3:0 გაანადგურა.

https://twitter.com/drafts_2/status/1030869279627993088

https://twitter.com/drafts_2/status/1030869099327447046

 

 

მსგავსი