„პარი სენ-ჟერმენმა“ და რენატუ სანჩესმა კონტრაქტი გაწყვიტეს #1TVSPORT

16:49, 02.09.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ და რენატუ სანჩესმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. შესაბამისად, ევრო 2016-ის გამარჯვებული 29 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი კლუბს დაემშვიდობა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სანჩესი პარიზულ გრანდს 2022 წელს შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ამის გამო ის იჯარის წესით „რომაში“, „ბენფიკასა“ და „პანათინაიკოსში“ გამოდიოდა.

ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პორტუგალიელის გადაბირებაზე გერმანული „უნიონ ბერლინი“, ასევე ინგლისური კლუბები – „ჰალი“ და „იფსვიჩი“ ფიქრობენ.

მსგავსი