„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბილბაოსთან“ ფრედ ითამაშა - მიქაუტაძის „ვილიარეალმა “ პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-6 ტურში „ბილბაოს“ ესტუმრა და დაძაბულ დაპირისპირებაში ქულას დასჯერდა – 0:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და სტუმართა თავდამსხმელებში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა (7.2). კვარაცხელია მეორე ტაიმში აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
„კოპენჰაგენთან“ საშინაო შეხვედრაში „ვილიარეალის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, „ჯვაროსნების“ თავადმსხმელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, „ვილიარეალმა კი 2:3 წააგო.
ექვსი ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 1 ქულით 35-ე პოზიციაზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა, პსჟ კი 13 ქულით მესამე ადგილზეა.