„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - ვულოცავ „ჩელსის“ გამარჯვებას, ჩვენ კი შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - ვულოცავ „ჩელსის“ გამარჯვებას, ჩვენ კი შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ #1TVSPORT

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ მარცხის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ისაუბრა.

„ვულოცავ „ჩელსის“ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საოცარი სეზონი გვქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდოდა, თუმცა ეს მარტივი არ არის. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე დაიხარჯნენ. ეს სეზონი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო. შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ.

ეს წაგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ამ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავდა. ახლა დროა, ფეხბურთელებმა დაისვენონ. სეზონი ბრწყინვალე იყო და მართალია, ფინალი წავაგეთ, მაგრამ გუნდით უაღრესად ვამაყობ“, – განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

2024/2025 წლის სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ სამი ტიტული მოიგო. მომავალი სეზონის პირველ მატჩს ფრანგული გუნდი 13 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.