„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპის ტოპ ლიგების დონეზეა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპის ტოპ ლიგების დონეზეა #1TVSPORT

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გუნდის ისტორიული წარმატება მხოლოდ პარიზულ კლუბს არ ეკუთვნის და ეს მთლიანად ფრანგული ფეხბურთის მიღწევაა.

„ჩვენ ამ თასამდე კოლექტიური შრომით მივედით. გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის – ეს ფრანგული ფეხბურთის გამარჯვებაა. მადლობა ყველა კლუბს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. როდესაც ვხედავ, რომ უეფა „ბრესტს“ ევროპულ წარმატებას ულოცავს, ვამაყობ. ასევე, როცა „ლიონი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია, ვამაყობ. იგივე გრძნობა მაქვს, როცა „ლილი“ „რეალს“ ამარცხებს და „მონაკო“ – „ბარსელონას“. ეს მაგალითია იმისა, როგორ იზრდება ჩვენი ჩემპიონატი.

„ბოლო წლებში ბევრ ფეხბურთელს ვესაუბრე, რომლებიც პრემიერლიგაში, ბუნდესლიგაში, სერია A-სა და ლა ლიგაში თამაშობენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიგა 1 უკვე იმავე დონეზეა. ჩვენი კლუბები ამარცხებენ ევროპულ გრანდებს და ეს სიგნალია ყველასთვის“, – განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

ცნობისთვის, პსჟ-მა 2024/25 წლების სეზონში სამი ტიტული – ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოიგო. 10 დღეში გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას.