„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას დაესწრება, ის მარსელში თავისი გუნდის გასამართ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას დაესწრება და არა „მარსელისა“ და პსჟ-ის მატჩს, რომელიც ცერემონიის პარალელურად ჩატარდება, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის შეხვედრა მარსელში 21 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსალოდნელი ამინდის გამო შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და 22 სექტემერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
შესაბამისად, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას მხოლოდ პარიზული გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელები დაესწრებიან. არადა, „პარი სენ-ჟერმენიდან“ წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე ცხრა მოთამაშეა წარდგენილი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. ასევე, წლის მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძვის ლუის ენრიკე.
„ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე, სავარაუდოდ, ვიხილავთ უსმან დემბელეს, რომელიც ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია, ხოლო ამჟამად ტრავმა აქვს და გუნდს ვერ ეხმარება.