„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნეიმარის გაყიდვას აპირებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნეიმარის გაყიდვას აპირებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, დატოვოს კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

გაზეთ El Nacional-ის ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი განიხილავს ნეიმარის გაყიდვის შესაძლებლობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. კლუბის ხელმძღვანელი ამ გარიგებიდან მაქსიმალური თანხის მიღებას იმედოვნებს. იტყობინებიან, რომ ალ-ჰელაიფი უკვე დაუკავშირდა რამდენიმე ევროპულ კლუბს ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე. ამ კლუბების რიცხვშია გუნდები ინგლისის პრემიერლიგიდან, აგრეთვე – „ბარსელონა“.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს გადავიდა „ბარსელონადან“. ამ სეზონზე 29 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.