„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი – სეზონის ტიტულით გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია #1TVSPORT

13:20, 13.08.2026

ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ მოპოვებული გამარჯვების (2:1) შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ამავე ტემპით შევძლებთ გაგრძელებას. სეზონის ტიტულით გახსნა უმნიშვნელოვანესი და შესანიშნავი ფაქტია, რაც რწმენას გვმატებს.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა, მაგალითად, აშრაფ ჰაკიმიმ და საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა, მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოასწრეს, მოედანზე მაინც ერთიან მექანიზმად ვმოქმედებთ.

აქ ყველა კლუბის წარმატებისთვის იხარჯება. საუკეთესო შემადგენლობა, საუკეთესო მწვრთნელი და დირექტორი გვყავს. ამ ყველაფრის მიღწევა რთულია, მაგრამ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ასეთი გუნდი შევქმენით“, – აღნიშნა ალ ხელაიფიმ.

„პარი სენ-ჟერმენს“ 16 აგვისტოს მეორე ტიტულის მოპოვების შანსი აქვს – პარიზელები საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი