„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლავიწის ძვალი დაიზიანა და ოპერაცია ჩაუტარდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლავიწის ძვალი დაიზიანა და ოპერაცია ჩაუტარდება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შედეგად ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება, – ინფორმაციას პარიზული კლუბი ავრცელებს.

ესპანელ სპეციალისტს ლავიწის ძვალი დაუზიანდა, თუმცა სხვა სერიოზული ტრავმები არ აღენიშნება.

„პარასკევს, ველოსიპედით მოძრაობისას მომხდარი შემთხვევის შემდეგ ლუის ენრიკეს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. დიაგნოზმა ლავიწის ძვლის მოტეხილობა აჩვენა, რის გამოც ოპერაცია ჩატარდება. კლუბი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია პსჟ-ის განცხადებაში.

პარიზული გუნდის მომდევნო შეხვედრა 14 სექტემბერს „ლანსის“ წინააღმდეგ შედგება.