„პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება #1TVSPORT

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, „პარი სენ-ჟერმენი“ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკების გადამწყვეტ ეტაპზეა და ახალი სეზონიდან ფრანგული ფეხბურთის გრანდს სწორედ ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

„პარი სენ-ჟერმენი“, ენრიკეს გარდა, მთავარი მწვრთნელის ადგილზე იულიან ნაგელსმანისა და მიკელ არტეტას კანდიდატურებს განიხილავდა, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ მოახერხა. გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, ფრანგი კრისტოფ გალტიე თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.

ამჟამად ლუის ენრიკესთან ერთად პარიზული კლუბის ხელმძღვანელები სამწვრთნელო სტაფის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ, ხოლო გარიგება ოფიციალურად მომავალ კვირას გაფორმდება.

ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებთან მერვედფინალში დამარცხების შემდეგ „ფურია როხა“ დატოვა.

53 წლის ესპანელი მწვრთნელის კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბარსელონას“ უკავშირდება. იქ გატარებული სამი წლის მანძილზე ენრიკემ გუნდს ორჯერ – ლა ლიგა, სამჯერ – კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, უეფა-ს სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.