„პარი სენ-ჟერმენი“ ვინისიუსს წელიწადში 14.5 მილიონ ფუნტს შესთავაზებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ვინისიუსს წელიწადში 14.5 მილიონ ფუნტს შესთავაზებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენს“ სურს თავის რიგებში „რეალის“ ფორვარდის ვინისიუს ჟუნიორის გადაბირება.

როგორც ABC იტყობინება, პარიზული კლუბი მზად არის შესთავაზოს 20 წლის ბრაზილიელს კონტრაქტი 14.5 მილიონი ფუნტის ოდენობის წლიური ხელფასით. პსჟ ვინისიუსში ხედავს კილიან მბაპეს შემცვლელს, რომელიც შეიძლება საპირისპირო მიმართულებით „რეალში“ გაემგზავროს.

თავის მხრივ, მადრიდული კლუბი შეეცდება ვინისიუსის შენარჩუნებას. ბრაზილიელის კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მადრიდელები ვინისიუსს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 2.8 მილიონიდან 6.7 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

ასევე ფორვარდის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

ამ სეზონში ვინისიუსმა 19 მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში, 11 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანო გადაცემა შეასრულა.