საფრანგეთის ჩემპიონის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ.
საკლუბო ბაზაზე მთელი გუნდი შეიკრიბა, მათ შორის, ლიდერები – ნეიმარი და კილიან მბაპე. როგორც პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო აღნიშნავს, ეს დუეტი მომდევნო სეზონშიც კლუბში დარჩება.
აპრილის ბოლოს გამოცხადდა, რომ საფრანგეთში ჩემპიონატი აღარ გაგრძელდებოდა. გამარჯვებულად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოცხადდა. ამასთან, გუნდი აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მეოთხედფინალშია გასული.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში, ლისაბონში დასრულდება „რვათა ფინალის“ ფორმატში.