„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის მუშაობით. იტყობინებიან, რომ გერმანელ სპეციალისტთან, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ.
ტუხელის შეცვლის მთავარი პრეტენდენტები არიან – მასიმილიანო ალეგრი და მაურისიო პოჩეტინო. ორივე მწვრთნელი ჯერაც უმუშევარია, შესაბამისად, „იუვენტუსიდან“ და „ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ.
53 წლის ალეგრის ახლო ურთიერთობა აქვს „პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორთან ლეონარდოსთან, 48 წლის პოჩეტინოს კი პარიზში მეტად აფასებენ, რადგან ის გუნდის კაპიტანი იყო 2001-03 წლებში.