„პარი სენ-ჟერმენი“ ტუხელის დაბრუნებაზე ფიქრობს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ტუხელის დაბრუნებაზე ფიქრობს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის დაბრუნების ვარიანტს, – წერს ჟურნალისტი ოლივიე ტალარონი.

49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა პარიზულ კლუბში ორ-ნახევარი სეზონი გაატარა. ამ პერიოდში პსჟ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ასევე თავის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო. ტუხელი 2020 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან უთანხმოების გამო.

„პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შემდეგ ტუხელი „ჩელსის“ ჩაუდგა სათავეში, რომელთან ერთადაც ნახევარ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ სეზონის სტარტზე ის გაუშვეს ინგლისური კლუბიდან, რის შემდეგაც უმუშევარი რჩება.

ადრე წერდნენ, რომ ტუხელს სურს ესპანური კლუბის გაწვრთნა.