„პარი სენ-ჟერმენი“ ქარიმ ბენზემას გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება გამოცემა Sports Zone.
აღნიშნავენ, რომ ამ ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი. მას ფრანგი ფორვარდის აყვანა ექვსთვიანი იჯარით სურს.
მაგრამ ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato ამტკიცებს, რომ ამ გარიგების განხორციელება ძალიან რთული იქნება, რადგან „ალ-იტიჰადს“ არ სურს თავის მთავარ ვარსკვლავთან გამოთხოვება.
ბენზემას კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ბოლო ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს სურს ქვეყნის დატოვება ცხელი ამინდებისა და ცუდი საფეხბურთო პირობების გამო.