„ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ, შესაძლოა, ზაფხულში ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელოს კარიერა. თუ სენეგალელი ამ ზაფხულს გადაწყვეტს ინგლისური კლუბის დატოვებას, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენი“ იქნება, – ამტკიცებს გამოცემა Sport.es.
მანეს მომავალი გაურკვეველი რჩება, თუმცა, თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს „ლივერპულში“. მიუხედავად ამისა, 30 წლის ფორვარდი საბოლოო გადაწყვეტილებას „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მიიღებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, მანეს მიმართ დაინტერესებას „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ იჩენენ. სენეგალელის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2021-22 წლების სეზონში მანემ 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.